მთავარი თემა
|
„ კეთილი ბებერი ბუები“
|
ესგ შედეგები/ ინდიკატორები
|
ქართ.დაწყ.(1).1.ადეკვატურად აღიქვამს ინფორმაციას
ქართ.დაწყ.(1).2.ამოიცნობს ტექსტის თემას; ასახელებს ტექსტში ასახულ
ფაქტებს, პერსონაჟებს; ამოიცნობს ტექსტის შინაარსს სათაურის მიხედვით.
ქართ.დაწყ.(1).3.აღწერს და ახასიათებს პერსონაჟებს თვალსაჩინო ნიშნების
მიხედვით; აფასებს ნაწარმოებს, პერსონაჟებს,მათს საქციელს და ცდილობს საკუთარი მოსაზრების
ახსნას.
ქართ.დაწყ.(1).5. იყენებს საყრდენებს/ მინიშნებებს (მაგ.შეთავაზებული
მარტივი გრაფიკული მაორგანიზებლების) ინფორმაციის დასახარისხებლად.
წართ.დაწყ.(1).6.ხმამაღლა, თავისუფლად კითხულობს მასწავლებლის მიერ მითითებულ
ეპიზოდს, მცირე ზომის ტექსტებს.
ქართ.დაწყ.(1)7.ამოიცნობს პერსონაჟების მოქმედებებს, გრძნობებს, ემოციებს.
ქართ.დაწყ.(1).12. ცდილობს უცნობი სიტყვების ახსნას კონტექსტის გათვალისწინებით;
განსაზღვრავს და პოულობს ტექსტის იმ მონაკვეთს, რომელსაც უნდა მიუბრუნდეს პასუხის
დასაზუსტებლად.
ქართ.დაწყ.(1).13.ცდილობს ახლად შესწავლილი სიტყვების, ფრაზების გამოყენებას
|
გაკვეთილის მიზნები
|
ადეკვატურად აღიქვას ინფორმაცია;
ამოიცნოს ტექსტის თემა, დაასახელოს ტექსტში ასახული ფაქტები, პერსონაჟები.
აღწეროს და დაახასიათოს პერსონაჟები,შეაფასოს მათი საქციელი და საკუთარი
მოსაზრებები ახსნას.
გამოიყენოს გრაფიკული მაორგანიზებლები ინფორმაციის დასახარისხებლად.
თავისუფლად წაიკითხოს მასწავლებლის მიერ მითითებული ეპიზოდი.
ამოიცნოს პერსონაჟების მოქმედებები, გრძნობები,ემოციები.
ახსნას უცნობი სიტყვები კონტექსტის გათვალისწინებით.
ახლად შესწავლილი სიტყვების, ფრაზების გამოყენებით შეადგინოს წინადადებები.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეს ადეკვატურად შეუძლია ტექსტის გაგება;
შეუძლია სათაურის მიხედვით ტექსტის შინაარსის ამოცნობა;
შეუძლია პერსონაჟების დახასიათება და მათი საქციელის შეფასება.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
წაკითხვამდელი ფაზა
ილუსტრაციის გამოყენებით ვაჩვენებ ბუს. შევადგენთ გონებრივი იერიშის
რუკას (რა იციან ბუს შესახებ.)
სათაურის მიხედვით გამოთქვამენ
ვარაუდებს ტექსტის შინაარსის შესახებ.
( 5წთ)
ვიმუშავებთ ლექსიკურ ერთეულებზე / სინონიმებზე ჯგუფებში; (ვეება,საბრალობელი,ბებერი,უჩვეულო,გიზგიზა,უბედობა,ფუნჩულა ლამაზი, თავაღერილი, გაუჩინარდა, ბუზღუნი
) (10 წთ)
მსგავსი მნიშვნელობის სიტყვების დაწყვილება ელექტრონულად.
კითხვის ფაზა
მასწავლებლის მიერ ტექსტის პაუზებით კითხვა და ვარაუდების გამოთქმა.
ტექსტის სიღრმისეულად გაგება-გააზრების მიზნით ინტერაქცია (კითხვა-პასუხი) (
20 წთ )
წაკითხვის შემდგომი
ახალი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით წინადადების შედგენა (სიტყვის
პირამიდა) 7( წთ)
შეფასება ბარათების გამოყენებით გავიგე / ბუნდოვანი იყო 3( წთ)
|
შეფასების საგანი/კრიტერიუმები
|
გამოთქვა ვარაუდი ტექსტის შინაარსის შესახებ;
დაახასიათა პერსონაჟები, შეაფასა მათი საქციელი;
თავისუფლად წაიკითხა მასწავლებლის მიერ მითითებული ეპიზოდი;
ამოიცნო პერსონაჟის მოქმედებები, გრძნობები,ემოციები.
|
საჭირო რესურსი
|
ფრინველის ილუსტრაცია,ბარათები (სიტყვის პირამიდა) კალამი,დაფა,ცარცი,
სახელმძღვანელო,შეფასების ბარათები. https://learningapps.org/watch?v=p0h8vz76a18
|
გაკვეთილის გეგმები
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment