ღინისძიებები
სოფელ პატარძეულის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის
პედაგოგ ლია ფიცხელაურის ღონისძიება - „ნუცას სკოლა“
დედაენის დღისადმი მიძღვნილი სასკოლი კვირეულის ფარგელებში იაკობ
გოგებაშვილის შემოქმედების მიხედვით ჩავატარე სპექტაკლი- „ნუცას სკოლა“/
სპექტაკლის სამიზნე ჯგუფი იყო დაწყებითი კლასების (I-IV) მოსწავლეები.
სპექტაკლის ჩატარების მიზნები:
მოსწავლეები უკეთ გეცნობიან იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებას:
გაუფარდოვდებათ თვალსაწიერი;
განუვითარდებათ აზროვნება:
განუვითარდებათ სწორმრტყველების უნრი:
განუვითარდებათ შემოქმედებითი უნარი:
ჩამოუყალიბდებათ პერსონაჟებისადმი ემპატია;
გაეცნობიან სპექტაკლის დადგმის მარტივ უნარ-ჩვევებს:
გაიაზრებენ სწავლის აუცილებლობას:
სამოქმედო გეგმა:
პედაგოგის მიერ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების კითხვა და
მიზანმიმართული (სწავლის აუცილებლობა) თემის მიხედვით
შერჩევა:
მოთხრობების მიხედვით სცენარის დადგმა:
სპექტაკლში გამოსაყენებელი მუსიკალური ნაწარმოებების (მათ
შორის ფონოგრამების) მოძება და ჩასმა:
როლებისათვის დაწყებით კლასებში (I-IV) მოსწავლეტა შერჩევა;
სპექტაკლში სსმ მოსწავლეების ჩართვა:
მოსწავლეებისათვის სცენარის გაცნობა და როლების დარიგება:
რეპეტიციები და საჭიროებებიდან გამომდინარე მოსწავლეტა
ინდივიდუალური მომზადბა:
სპექტაკლისთვის საჭირო რესურსების (დეკორაციები, ჩაცმულობა
და სხვ.) მოძიება და შექმნა:
სპექტაკლის ჩატარება.
დრო-10/IV-13/IV 2018 წელი
ნუცას სკოლა
I სცენა
ოჯახი. დედა საქმეს აკეთებს, ვანო ტელეფონში თამაშობს, ნუცა წიგნების თაროსთან
მიდის, თითის წვერებზე დგას და თაროდან ჯერ ერთ წიგნს „ბუნების კარს“
გადმოიღებს და წიგნის სახელწოდებას ხმამაღლა კითხულობს“, შემდეგ მეორე წიგნს
„საგანძურს’, ამასაც ხმამაღლა კიტთხულობს“, ბოლოს „დედაენას“ და ამასაც ხმამაღლა
კითხულობს.
ნუცა -„დედაენა“ (ფურცლავს). რა კარგია! ამ წიგნით ჩემს
დედოფალებს უთუოდ კითხვა უნდა ვასწავლო! (გადმოიღებს თოჯინებს,
დაუდებს წინ წიგნს გადაუშლის და უხსნის). ეს არის ანი, ეს არის ბანი,
ისწავლეთ გენაცვალებით.
დედა- (თან ხელსაქმეს აკეთებს და ყურადღებას აქცევს შვილებს. მიტრიალდება
მოთამაშე ვანოსკენ ) ვანო (ვანო ყურადღებას არ აქცევს) ვანო, (შეხედავს ვანო)
უკვე დროა სკოლაში წახვიდე!
ვანო- (დივანზე დაწვება, მწუხარე სახეს მიიღებს და ფეხების დაზელას იწყებს)
ვაი, ვაი ფეხი! ფეხები საშინლად მტკივა!
დედა- (ჩაეღიმება) ვანო, მოდი, ერთი ლეკური დაუარე.
ვანო- აბა, ნუცა, ერთი კარგი მუსიკა დაუკარი.
(ნუცა კომპიუტერს ჩართავს და მუსიკას დაუკრავს, ვანო ცეკვავს. ცეკვის დროს დედა
გამორთავს კომპიუტერს)
დედა- რა დროს ცეკვაა. ისეთი ზარმაცი ხარ, რომ ყველასათვის
თითით საჩვენებელი შეიქმენი. სკოლაში სწავლის დროს სულ
ეშმაკობ, მასწავლებელს ყურს არ უგდებ, შენს ამხანაგებსაც ხელს
უშლი, შინ ხომ წიგნი თვალის დასანახად გეჯავრება და სულ
თამაშობასა და ეშმაკობაში ხარ გართული. ბევრი საშუალება
ვიხმარეთ მასწავლებლებმა და ჩვენ, მაგრამ ვერას გავხდით. ჭკუაზე
ვერ მოგიყვანეთ, სწავლა ვერ შეგაყვარეთ. წადი სკოლაში!
ვანო უხალისოდ, ოხვრით იღებს ჩანთას და მიდის სკოლაში.
II სცენა
გამოდის გარეთ და მეზობელი შეხვდება.
მეზობელი -ვანო, მოდი ჯერ ვითამაშოთ და მერე წავიდეთ სკოლაში.
ვანო- არა! დედამ ჯერ კითხვა, მერე სწავლაო.
უხალისოდ გაუდგებიან გზას. გზაზე ერთი მათხოვარი შეხვდებათ.
მათხოვარი- ბიჭო, ვისი ხარ მალხაზი, დაურჩი დედაშენს, დამეხმარე.
(ვანო ჯიბეში იქექება, ამოიღებს ხურდებს და აწვდის)
ვანო- ბიძია, განა სხვებსავით მუშაობა არ შეგიძლია? ხელი არ გაკლია
და ფეხი; სიბერე შენგან ჯერ შორს არის და ჯანითაც არა გიშავს რა.
რად დაწანწალებ და თხოულობ?
მათხოვარი- რადგან მოწყალება უხვად გაიმეტე, მართალს გეტყვი.
-მეც პატარაობისას შენსავით ვსწავლობდი სკოლაში; ჩემი დედ-მამა
არას იშურებდა, რომ სწავლა გამეთავებინა და კარგი კაცი
გამოვსულიყავი. მე სწავლა და შრომა მაინც შევიძულე და ეშმაკობა
და ცუდკაცობა შევიყვარე, საშინელი სიზარმაცე ჩვეულებად და სენად
გადამექცა და ბოლოს სკოლიდანაც გამრიცხეს. მალე დედ-მამაც
დამეხოცა და დავრჩი ობლად. სკოლაში სიზარმაცეს მიჩვეულს ხელის
განძრევაც მეძნელებოდა, გარჯა მძულდა, ვერა საქმეს ვეღარ
მოვეკიდე. დავვარდი, დავუძლურდი და ლუკმაპური მენატრებოდა.
ავდექი, დავიწყე მათხოვრობა და იმ დღიდან აქამომდე ძაღლივით
დავწანწალებ და მოწყალებით ვცხოვრობ. ხომ ხედავ, სიზარმაცეს
მათხოვრობა მოსდევს.
გლახის სიტყვები ვანოს გულს ელდასავით ეცა. უყურებდა მიმავალ მათხოვარს.
მიუბრუნდება მეგობარს და ეტყვის.
ვანო -ამ დღიდან სრულიად სხვა ბავშვად გადავიქცევი. სიზარმაცე,
უსაქმობა ჭირივით შემძულდება, ვიბეჯითებ, სკოლას ჩინებულად
დავამთავრებ და სასახელო კაცი გამოვალ.
სკოლაში ზარი დაირეკება და საკლასო ოთახში შევლენ. მასწალებელი შემოდის და
გადახედავს კლასს.
მასწავლებელი-ბავშვებო, ნუცა კიდევ არ მოვიდა სკოლაში?
ერთი მოსწავლე-არა მასწავლებელო, მას ხომ ყვავილი შეხვდა და
აღარ მოდის.
მასწავლებელი- მე ვიცი, რომ ნუცა გამოჯანმრთელდა!
მეორე კლასელი -მისმა მშობლებმა მითხრეს, რომ სკოლაში არ მოდის,
კლასელები დაკენკილ სახეს დამინახავენ და დამცინებენო.
მასწავლებელი- კი მაგრამ რატომ ფიქრობს ასე?
კატო- ვფიქრობ იმიტომ რომ სიელმის გამო მე სულ აბუჩად
მიგდებდა და ალბათ ფიქრობს რომ სამაგიეროს გადავუხდით. მაგრამ
ჩვენ ასე არ მოვიქცევით, პირიქით ძალიან მეგობრულად მოვექცევით.
დღეს თუ არ მოვა, წავალთ და მოვიყვანთ.
მასწავლებელი- ძალიან კარგი. ბავშვებო, დღეს დედაენის დღეა და
გავიხსენოთ წინა მასალა. რა ვიცით ენის, დედაენის შესახებ.
ბავშვი- ქართულში 33 ასო-ბგერაა.
ბავშვი- მსოფლიოში 14 დამწერლობაა და მათ შორის ერთ-ერთი არის
ქართული ენა.
ბავშვი- ქართული დამწერლობა მეფე ფარნავაზმა შექმნა.
ბავშვი- იაკობ გოგებაშვილმა „დადაენა“ დაგვიწერა.
ბავშვი -ქართულ ენას ბევრი მტერი ჰყავდა, ბევრჯელ სცადეს
ქართული ენა შეევიწროვებინათ. აი, მაგალითად, 1978 წლის 14
აპრილს, ქართველმა საზოგადოებამ მტკიცე პროტესტი გამოთქვა
საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის
თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.
ბავშვი -ქართველმა ხალხმა, სტუდენტებმა, ქართული კულტურისა
და ხელოვნების მოღვაწეებმა, საქართველოს მოსახლეობასთან
ერთად, მასობრივი საპროტესტო შეკრებები და გამოსვლები დაიწყეს,
მთავარი გამოსვლა 14 აპრილს, თბილისის უნივერსიტეტის ეზოდან
რუსთაველის გამზირზე, ყოფილი უზენაესი საბჭოს (ამჟამად
პარლამენტის) შენობამდე მოწყობილი მსვლელობა და
მრავალათასიანი მიტინგი გახდა. მსგავსი ვითარება იყო
საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში.
ბავშვი- დაძაბული ვითარების გამო, მოსკოვი იძულებული გახდა,
დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14
აპრილი "დედაენის დღედ" გამოცხადდა.
ბავშვი- ამის შემდეგ ყოველ წელს, 14 აპრილს, აღვნიშნავთ ზეიმით.
მასწავლებელი- ჩვენც აღვნიშნოთ დედაენაზე ლექსებითა და
სიმღერებით.
მოსწავლე-„ სიცოცხლეა დედაენა
მშობელ მთის და ბარის,
დედაენა დედასავით
საყვარელი არის.“
მოსწავლე-„ რა ტკბილია დედაენა,
რა ნათელი, რა ქათქათა,
ვით ბულბულის შემოფრენა,
როგორც დედის თბილი კალთა.“
მასწავლებელი- მოდით ახლა ვიმღეროთ.
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment